აშშ-საქართველო

სენატორი მერფი: ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ

ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მოკავშირეები არიან, თუმცა, როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში, ჩვენ აქაც უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით.

საქართველოს შთამბეჭდავი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ. მრავალი ადამიანი სვამს კითხვას – დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

თქვა დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები