საქართველოს საპატრიარო

სოციალურად დაუცველი ქალი მღვდელმა ენმ-ს მხარდაჭერის გამო არ აზიარა

ტელეკომპანია პირველი

ხელვაჩაურში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს წმინდა ზიარებასთან მიახლებაზე უარი უთხრა და მიზეზად "სააკაშვილის სექტის მომხრეობა" დაასახელა. 

როგორც პოლიტიკური ნიშნით საეკლესიო საიდუმლოსთან არდაშვებული ქალი, რუსუდან თავართქილაძე ტელეკომპანია პირველთან ჰყვება, მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს არ აზიარებდა.

"გულში მივლიდა - ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი.. სანამ პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო". - ამბობს ის. 

როგორც რუსუდან თავართქილაძის ქმარი, ირაკლი დიასამიძე ჰყვება, ტაძრის მრევლიდან ერთეული ადამიანები შემორჩნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.  

"ის მეუფეები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ალბათ რაღაც ფინანსურ ვალში არიანო. [...] სხვა მოძღვრის ძიებაში ვართ ამ კონკრეტული ტაძრის მიმართ. მას შეუძლია, წავიდეს, მოვიდეს ახალი სულიერად განათლებული, რა ასაკის იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი სოფლის ეკლესიას პოლიტიკურ ტრიბუნას არ დაამსგავსებს". - ამბობს ის. 

მღვდელი უარყოფს, რომ ამბიონიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. 

"თქვენ იმის გჯერათ თუ ჩემი? მე მითხრეს, რომ იწყევლება უსაშველოდ და უთავბოლოდ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაწყევლის. ივანიშვილს წყევლის. [...] [ოპოზიცია] არ უნდა მობრუნდეს, იმიტომ, რომ არაფერი მოსაბრუნებელი არ აქვთ. ქუჩაში არავის კლავენ, რომ არ კლავენ, ეს მომწონს ნამეტნავად. მბრძანებლობას იმ ხელისუფლებაში უფრო ვხედავდი, ვიდრე ახლა". 

კომენტარები