ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის მერე ესაა 30-დან 50%-მდე. სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით ქვეითდება. ისრაელი მილიონ მოსახლეზე ყოველდღიური შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ 1 ან 2 ადამიანი ეღუპებათ, ჰოსპიტლები ისევ ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები გაეზარდათ.
ვაქცინაცია
კულუმბეგოვი: ბუსტერიდან სამი თვის განმავლობაში 90%-ია გარანტი, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდებით
tbl.ge/5u0w
დაკოპირდა

ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში.
ამავე თემაზე
- გამყრელიძე: გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აცრილა
- გამყრელიძე ვაქცინაციაზე: რთული იყო ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული, აპრილიდან აღვადგენთ
- გამყრელიძე: ჰოსპიტლებში მყოფი 6 000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელია
- კულუმბეგოვი: სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ინფექციას, ბუსტერი ჰოსპიტალში მოხვედრისგან გვიცავს
- გაბუნია: ბუსტერი აორმაგებს პირველი ორი დოზის ეფექტს, ამიტომაა აქტიურად რეკომენდებული