დიდი ბრიტანეთი

პირბადის ტარება, კოვიდპასპორტი, სახლიდან მუშაობა – ბრიტანეთში შეზღუდვების ნაწილი იხსნება

ბორის ჯონსონი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში 27 იანვრიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

პრემიერმინისტრის თქმით: 

  • კლუბებსა და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებად შესვლისთვის კოვიდპასპორტის წარმოდგენის ვალდებულება იხნება. თუმცა, ორგანიზაციებს შეუძლიათ, სურვილის ქონის შემთხვევაში კოვიდპასპორტები მოითხოვონ. 
  • მოქალაქეებს აღარ მისცემენ სახლიდან მუშაობის რჩევას და მათ დამქირავებლებთან ოფისებში დაბრუნება უნდა განიხილონ. 
  • ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა, ადამიანებს კვლავ ურჩევენ, ატარონ ნიღბები გადატვირთულ ადგილებში ყოფნის დროს, ასევე, უცხო პირებთან ურთიერთობისას. 
  • ხუთშაბათიდან, 27 იანვრიდან, სკოლებში მოსწავლეებს ნიღბების ტარების ვალდებულება აღარ ექნებათ.

ბორის ჯონსონმა ასევე თქვა, რომ მთავრობა აპირებდა, მოეხსნა თვითიზოლაციის ვალდებულება კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის და შეზღუდვა რჩევებითა და რეკომენდაციებით ჩაენაცვლებინა. დიდ ბრიტანეთში თვითიზოლაციაზე მოქმედი რეგულაციის ვადა 24 იანვარს იწურება.  

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ მომდევნო დღეებში შეზღუდვების შემსუბუქება მოგზაურობის წესებსა და თავშესაფრებში ვიზიტებს შეეხება.   

კომენტარები