კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 504 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.62%-ია

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 504 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 304 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა - 768, იმერეთი - 483, ქვემო ქართლი - 189, შიდა ქართლი - 203, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.

ამ ეტაპზე, 52 771 აქტიური შემთხვევაა. 967 მძიმე პაციენტია, აქედან 293 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 995 687 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 928 441 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 449.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

კომენტარები