პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე. პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. 3 წელი რატომ გვატარეს და 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. 3 წელი რისთვის ვიყავით დაპატიმრებული და რისთვის ვიარეთ სასამართლოში? 3 ჯოჯოხეთური წელი გამომატარა ხელისუფლებამ, გაბედა კი არა, იმდენი გაბედა, რისი გაბედვაც კი შეეძლო. ჩვენ ისევ ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის და აუცილებლად გავასაჩივრებთ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
ვატო წერეთელი: პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე, აუცილებლად გავასაჩივრებთ
tbl.ge/5tpd
დაკოპირდა

ამბობს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი და ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.
ამავე თემაზე
- სააპელაციომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- პაპუაშვილი ჯაფარიძეზე: კანონით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე
- ბოკერია: ახლა რომ არ დაიჭირეს 2 პოლიტიკური ლიდერი, არ ნიშნავს, რომ არსებითად წინ წავიწიეთ
- ხაზარაძე: ვთხოვ დამოუკიდებელ იურისტებს, დღევანდელი სასამართლო პროცესის შეფასება გააკეთონ
- "იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, მიადგათ რეპუტაციული ზიანი" – TI ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელზე