Emily In Paris

EMILY IN PARIS მე-3 და მე-4 სეზონებით დაბრუნდება

ნეტფლიქსმა Emily in Paris-ის მესამე და მეოთხე სეზონები დაამტკიცა.

გადაღებები, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულზე, ან ზაფხულში დაიწყება და მოქმედება ძირითადად კვლავ პარიზში განვითარდება, თუმცა, შესაძლოა, ეპიზოდები ლონდონშიც გადაიღონ.

კომედიური ჟანრის სერიალის მეორე სეზონი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოვიდა და ნეტფლიქსის 10 ყველაზე ყურებადი სერიალების სიაში ადგილი დაიკავა.

სერიალი ემილი კუპერზეა, რომლის დამსაქმებელმა კომპანიამ პარიზში ფილიალი გახსნა და ემილი ჩიკაგოდან დროებით იქ მიავლინა. მესამე და მეოთხე სეზონებში მაყურებელი გაიგებს, რას გადაწყვეტს ლილი კოლინსის გმირი - პარიზში დარჩენას, თუ აშშ-ში დაბრუნებას.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა Emily in Paris-ის მესამე და მეოთხე სეზონები.

კომენტარები