ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე: ივანიშვილის შემოთავაზება იყო, იქნებ დავამთავროთო – უნდა, მასთან ყველა ვალში იყოს

ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მგონი, შარშან, რომ იქნებ დავამთავროთ... მას როგორ უნდა, იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით - სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი,  მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით... ეს ყველაფერი რეალობაა. ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში - მე არ მინდა ამ ჭაობში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გინდათ, მაგრამ ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს. თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული.

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლო სხდომის შემდეგ. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი ხვალ, 11 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

კომენტარები