კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 486 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.53%-ია

Tom Wolf

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 546 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 9.53%-ია, ბოლო 7 დღის - 9.63%, ბოლო 14 დღის კი 8.1%. 

5 486 ახალი შემთხვევიდან თბილისში  2 985 დადასტურდა, აჭარაში - 569, იმერეთში - 563, ქვემო ქართლში - 205, შიდა ქართლში - 282, გურიაში - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 290, კახეთში -192, მცხეთა-მთიანეთში -131, სამცხე-ჯავახეთში - 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 40

საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების 968 313 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 916 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 264 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 37 602 აქტიური შემთხვევაა.

1 083 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 519 მკურნალობს, აჭარაში - 130, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 281 პაციენტია,  მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 39, იმერეთში - 25.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები