Nirvana

NIRVANA-ს ალბომის გარეკანის გამო სექსუალურ ექსპლუატაციაზე სასამართლო დავა შეწყდა

კალიფორნიის სასამართლომ Nirvana-ს ალბომის გარეკანის გამო სასამართლო დავა შეწყვიტა. ჯგუფს Nevermind-ის გარეკანზე გამოსახულმა ბავშვმა, სპენსერ ელდენმა, რომელიც ახლა 30 წლისაა, სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიისთვის გასული წლის აგვისტოში უჩივლა.

ჯგუფმა საქმის განხილვის შეწყვეტისთვის სარჩელი გასულ თვეს შეიტანა. დაცვის მხარის თანახმად, ელდენის საჩივარს საკმარისი საფუძველი არ აქვს.

"ელდენის ჩივილი, რომ Nevermind-ის ალბომის გარეკანის ფოტო "ბავშთა პორნოგრაფიაა" არასერიოზულია" - თქვა ჯგუფის ადვოკატმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ალბომის გარეკანი ბავშთა პორნოგრაფია რომ ყოფილიყო, მაშინ ყველა, ვინც ალბომს ფლობს, ბავშთა პორნოგრაფიის ფლობისთვის იქნებოდა დამნაშავე. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დრომდე ელდენი კმაყოფილი იყო, რომ "ნირვანას ბავშვად" იცნობდნენ, მრავალჯერ გარდაუქმნია Nirvana-ს ალბომის სურათი გასამრჯელოს სანაცვლოდ, ალბომის სახელწოდების ტატუ აქვს და eBay-ზე საკუთარი ავტოგრაფით ყიდის Nevermind-ის ალბომებს.

Nevermind 1991 წელს გამოიცა და ის ჯგუფისთვის რიგით მეორე სტუდიური ალბომი იყო.

კომენტარები