Nirvana

NIRVANA-ს სექსუალური ექსპლუატაციისთვის უჩივის ბავშვი, რომელიც NEVERMIND-ის ყდაზეა

Nirvana-ს საკულტო ალბომზე Nevermind-ზე გამოსახული ბავშვი, რომელიც ახლა 30 წლის არის, კურტ კობეინის ქონების მფლობელს და ბენდის დარჩენილ წევრებს სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიისთვის უჩივის.

სპენსერ ელდენმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელი 24 აგვისტოს შეიტანა. ის ამბობს, რომ მას ამ ფოტოსგან სამუდამო ზიანი აქვს მიღებული.

ელდენი ასევე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ის 4 თვის იყო, მის კანონიერ მეურვეებს არასდროს მოუწერიათ ხელი "სპენსერ ელდენის რომელიმე სურათის ნებართვით გამოყენებაზე და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახულების კომერციულ ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვაზე".

სპენსერ ელდენი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

სპენსერ ელდენს წლების განმავლობაში მრავალჯერ გარდაუქმნია Nirvana-ს ალბომის სურათი და ასევე, მას ალბომის სახელის - Nevermind-ის ტატუ გულმკერდზე ჰქონდა. თუმცა, 2016 წელს განაცხადა, რომ აღარ არის ამ ნამუშევრით კმაყოფილი.

Nevermind 1991 წელს გამოიცა და ის ჯგუფისთვის რიგით მეორე სტუდიური ალბომი იყო.

კომენტარები