კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება, საწოლების 50% თითქმის თავისუფალია

ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, ბუსტერი. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 4 დეკემბრის მონაცემებით, COVID 19-ით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 590 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.13%-ია.

კომენტარები