სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: პრეზიდენტის განცხადება მოლოდინს მიჩენს, რომ ვეტო გამოყენებული იქნება

დღევანდელ სხდომებს თუ გადავავლებთ თვალს, პროცედურებს, როგორც წარიმართა კომიტეტების სხდომებზე განხილვები, რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას - მე, პირველ რიგში, მას მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი განცხადებისთვის. პრინციპში მქონდა საქართველოს პრეზიდენტისგან ასეთი მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მოლოდინი, რაც მე მიჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მისი მხრიდან ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება - ვეტოს სახით იქნება გამოყენებული.

თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ტელეკომპანია პირველში ქართული ოცნების კანონპროექტზე ლაპარაკისას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური. სამმა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "უნდა შეწყდეს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე კანონის დაჩქარებული განხილვა".

კომენტარები