სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახური

ბოკერია ინსპექტორზე: სააკაშვილზე იმ პოზიციის გამოთქმამ გამოიწვია რეჟიმის რეაქცია

ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ბოლომდე და იმედი მაქვს, ვერც ვერასოდეს ვერ მოახერხებს. რაც შეეხება იმას, რაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებში, იქ არაფერი მოულოდნელი არ არის ჩემთვის, რომ ასეთ თემაზე, როდესაც საქმე ამ მასშტაბის პოლიტიკურ საქმეს ეხებოდა, ნებისმიერი ფორმით რომელიმე პერსონისგან ისეთი პოზიციის გამოთქმა, რომელიც არ იყო თანხვედრაში ივანიშვილის რეჟიმის პოზიციასთან, ბუნებრივია, იწვევს ამ არაჯანსაღი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სახიფათო რეჟიმის რეაქციას. ეს ადრეც ნანახი გვაქვს ბევრ სხვა ვითარებაში. ამას ისიც ემატება, რომ, როგორც სჩვევიათ ხოლმე ასეთ რეჟიმებს, სახელმწიფო ინსტიტუტებში ადამიანები არაპოლიტიკურ თანამდებობებზეც პოლიტიკური კვოტებით არიან. ეს ადამიანი [სახელმწიფო ინსპექტორი] იმ დროს არის დანიშნული, რომლის მერეც პოლიტიკურად შეიცვალა ვითარება ივანიშვილის რეჟიმის გარშემო კონგლომერატში, ამიტომ ახლა ხდება წმენდა. რა თქმა უნდა, მგონია, რომ პირველი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან როდესაც სააკაშვილის თემაზე მან გამოთქვა ის პოზიცია, ეს ღარიბაშვილის ნაირი ადამიანებისთვის, ვინც ივანიშვილის გარშემოა, ავტომატურად ნიშნავს, რომ არ შეიძლება დატოვო. 

კანონპროექტში რაც წერია, როგორ "იცვლება" ინსტიტუციურად, ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს საბაბს და ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რეჟიმის პირობებში საჯარო ინსტიტუტებს, ანუ ფორმალურ წესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არასოდეს არ აქვს.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

კომენტარები