კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 2 წელია, ქვეყანა ირყევა, პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს იმუნიზაციაზე

მოზრდილებში ორჯერადად აცრილების 20%-ზე გავალთ, 60% გვქონდა დასახული. გიდასტურებთ, რომ წლევანდელ გეგმას ვერ შევასრულებთ. ახლა მთავრდება ამ გეგმის განახლება, რომლითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70%-ზე ასვლა, ოღონდ, დაყოფილია, როგორ უნდა ავიდეთ. 

[...] მე ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია დავაკელით, მეორე, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემებია, რაც გვაქვს. ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და ვიცი, გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამეა ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში სრული 2 წელი ირყევა ყველანაირად ქვეყანა - ეს პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვაზე და, მათ შორის, იმუნიზაციის პროცესზე.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროცნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. 

კომენტარები