ენერგეტიკა

თურნავა: დასავლეთში $70 მლნ-იანი ინვესტიციით 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა ახლდა თან ენერგეტიკულ პროექტებს, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებისთვის, 40-მდე ახალი მემორანდუმი გამფორმდა უკვე კვლევაზე, შესწავლაზე და შემდეგომ უკვე მშენებლობაზე, დაახლოებით, 500-1000 მგვტ დადგმული სიმძლავრის ადგილობრივი ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო სხვადასხვა, ძირითადად კი, ქართველი ინვესტორების მიერ, ესაა როგორც ჰიდრო, ასევე ქარი და მზე. დღესაც ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩვენ გამოვიტანეთ, ესაა ქარის 50 მგვტ-იანი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდება, ამ ეტაპზე კი იწყება შესწავლა, არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს, ჩვენი რეფორმირებული მხარდაჭერის მექანიზმით, ე.წ. Feed-in Premium-ით ისარგებლებს მხოლოდ. დღეს ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მონაცემები ვთქვათ, იმიტომ, რომ მხოლოდ კვლევაზე გაფორმდა მემორანდუმი და შემდეგ კვლევა დაადასტურებს, მაგრამ ეს არის $70 მილიონის ინვესტიცია, ქარის, მწვანე პროექტი და საკმაოდ მიმზიდველი.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები