კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ზოგ კლინიკაში ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ია, ზოგან კი 15% – მათთან ვმუშაობთ

ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

"გვაქვს კლინიკები სადაც გვაქვს 2 და 3% ლეტალობის მაჩვენებელი და გვაქვს კლინიკები, სადაც 15 %-ია ლეტალობის მაჩვენებელი".- ამბობს ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებისას. 

მისი თქმით, საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციის გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა მათთან საერთაშორისო ექპერტებიც იმუშავებენ. 

"საქართველოშიც შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია ამ ხარვეზების გამოსწორების ხელშეწყობისთვის კვლავ ჩავრთოთ საერთაშორისო ექსპერტები. ისინი ნოემბერში ჩაერთვნენ და ეს ჩარტულობა იქნება უწყვეტი იმისათვის, რომ კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვას, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები სადაც გვაქვს 2 და 3% ლეტალობის მაჩვენებელი და  გვაქვს კლინიკები, სადაც 15 %-ია ლეტალობის მაჩვენებელი.  ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია, უბრალოდ ამას საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან პირიპირ ვმუშაობთ, რათა გაითვალისწინონ ეს ხარვეზები".- ამბობს ტიკარაძე. 

მისივე თქმით, ლეტალურობის ასეთი მაჩვენებელი "დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის".

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 69 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურდა 924 368 შემთხვევა, საიდანაც 13 512 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა - 881 863. 

 

კომენტარები