კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: იანვრის მეორე ნახევრიდან ომიკრონის შტამი დომინანტური იქნება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2-3 დღეში, ყველა ქვეყანაში, ომიკრონის რაოდენობა ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია ისაა, რომ 50-დან 70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადება ანუ ჰოპიტალიზაციის რისკი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან არ გვექნება საქმე. თუ შემდგომ პერიოდში, ვირუსმა რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, ყველას ექნება იმუნიტეტი პლანეტაზე.

ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგვი. 26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ომიკრონის 51 შემთხვევა დადასტურდა. 

კომენტარები