ქართული ოცნება

კობახიძე: რთული წელი გვქონდა, ქართული ოცნება დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა

ჩვენ გვქონდა ძალიან რთული 1 წელი, იყო სერიოზული გამოწვევები. ასეთი რთული 1 წელი როდის იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდის იყო ასეთი მომენტები, მე არც ვიცი. რა თქმა უნდა, ჩვენ 30-წლიან ისტორიაში იყო რთული ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული 1 წელიწადი. გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა. რომ არ ყოფილიყო ერთსულოვანი და ერთიანი გუნდი, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ქართული ოცნების გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი. 

ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალის მქონე ლიდერი ტოვებს გუნდს, ერთადერთი, რამაც შეიძლება დააბალანსოს ეს დანაკლის, არის გუნდის ერთიანობა. ჩვენ ამ ერთ წელიწადში დავამტკიცეთ, რომ გუნდი არის ერთიანი. სწორედ ამის წყალობით მოვახერხეთ მუნიციპალურ არჩევნებში ისეთი შედეგის ჩვენებას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები არ ელოდნენ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები