რუსეთი-საქართველო

МИД: SovLab, რადიო თავისუფლება, ტაბულა სსრკ-ს ისტორიას აყალბებენ, დეზინფორმაციას ავრცელებენ

Getty Images

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში "ნაციზმის გმირობად გამოყვანაზე და ნეონაციზმის გავრცელებასა და სხვა პრაქტიკაზე, რომელიც თანამედროვე რასიზმის ფორმების, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობის და მასთან დაკავშირებული მიუღებლობის ესკალაციას უწყობს ხელს". დოკუმენტი 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ქვეყანაში "საბჭოთა წარსულის წინააღმდეგ დამახინჯებული ინფორმაციის პროპაგანდის სახით გამავრცელებელ" ორგანიზაციებს. ქართული ორგანიზაციებიდან მათ რიცხვში რამდენიმე მედია, მათ შორის ტაბულაც მოხვდა.

"საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც "საბჭოთა წარსულის", მათ შორის დიდი სამამულო ომის ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ პროპაგანდის სახით დამახინჯებული ისტორიის გავრცელებით არაინ დაკავებული, მიეკუთვნება სოვლაბი, რადიო თავისუფლების ქართული სამსახური, ნეტგაზეთი, ბათუმელები, ტაბულა (რომელიც ეკუთვნის თ. ჩერგოლეიშვილს, ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლის, გ. ბოკერიას ცოლს) და ძირითადი ანტისამთავრობო რუპორი –მთავარი არხი." – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო დონეზე "ნაციზმის გმირობად გამოყვანა" საქართველოში არ ხდება, თუმცა ხელისუფლება "გულგრილად" ეკიდება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალებს. ანგარიშის მიხედვით, ამის გამო კუკიის სასაფლაოს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ბევრი საფლავია, "კულტურულ-განმანათლებელი კავშირი რუსული კლუბი რეგულარულად ალაგებს".

კომენტარები