ღამის კლუბები

იმნაძე: კლუბებისგან განსხვავებით, რესტორნებში მაგიდები დისტანციის დაცვითაა განლაგებული

კლუბების შედარება რესტორანთან, სადაც მაგიდები დისტანციითაა განლაგებული, ერთი კლასტერი ცალკე ზის, მეორე კლასტერი ცალკე ზის და კლუბის სიტუაცია... საქართველო მთვარეზე ხომ არ არის, ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან მძიმეა ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. რამდენადაც ვიცი, შარშან მერიამ მათ აუნაზღაურა, რაღაც კომპენსაციაც იყო, თუ არ ვცდები. საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების წარმომადგენლებთან არავითარი შეთანხმება არ ყოფილა გახსნაზე, მიმდინარეობდა მუშაობა, შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ ის პირობები ყოფილიყო, რომლის შემდეგაც კლუბები მუშაობას დაიწყებდნენ. მაგრამ მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ დაპირებია მათ ამას. ომიკრონი გამოჩნდა. ომიკრონი სულ რაღაც ორი კვირის ამბავია. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა. ხელისუფლება კლუბებს გახსნის საშუალებას კვლავ არ აძლევს და მათ დალუქვას გეგმავს.

კომენტარები