კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 976 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.59%-ია

VERGE

კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 029 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 076 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.59%-ია, ბოლო 14 დღის – 6.26%, ხოლო 7 დღის – 5.64%.

ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა – 145, იმერეთი – 246, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 117, გურია – 55, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 119, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970-ია, საიდანაც 5 195 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 227 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 მოქალაქე. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები