კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონის გავრცელებამ პიკს, შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს

თუ ჩვენ ვერ ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ვერ გავზრდით აცრების მოცვის მაჩვენებელს, ომიკრონი გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ ომიკრონის გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ ომიკრონის 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება? საბედნიეროდ, ომიკრონი დელტასავით ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში. 23 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ომიკრონის შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა. 

კომენტარები