პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას

როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს.

პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა. მინდა ვისარგებლო დღევანდელი ჩემი გამოსვლით და ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დიალოგის მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურ დეესკალაციისა  და კონფლიქტის გადაჭრისკენ.

არსებული და ანაქრონული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ძალიან დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დიპლომატები იმისთვის არიან, რომ ეს გზები გამონახონ, რაც არ უნდა უიმედოდ ჩანდეს მოცემულ მომენტში მშვიდობიანი გზა. 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს "მასობრივი შიმშილობა" დაიწყეს.

კომენტარები