ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული კრიზისია და ისინი ვერ კონცენტრირდებიან და ერთიანდებიან იმ ყველაზე უღირსი მიზნის გარდა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავე ადამიანის ციხიდან დახსნა. თავის დროზე შიმშილობას არ ჰქონდა არანაირი გავლენა სახელმწიფოს მხრიდან კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ის ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმიტომ, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ მის გამო შიმშილს.
tbl.ge/5t27
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი. 21 დეკემბერს გამართულ აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება. მელიას თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




