ჯოან როულინგი

ედი რედმეინი: სოც. ქსელებში როულინგის შეხედულებებზე გამოხმაურებები გულისამრევია

ჯოან როულინგი და ედი რედმეინი

ბრიტანელი მსახიობის, ედი რედმეინის თქმით, ის გმობს ჯოან როულინგის მიმართ გაკეთებულ სარკასტულ კომენტარებს და ასევე მწერლის პოსტებზე სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოხმაურებას, "გულისამრევს" უწოდებს.

ედი რედმეინმა ამის შესახებ, Fantastic Beasts-ის მესამე ნაწილის გადაღებების დროს, Daily Mail-ს ესაუბრა. ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი და პროდიუსერი ჯოან როულინგია.

ამასთან ერთად მსახიობმა თქვა, რომ ის იცავს თავის ტრანსგენდერ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან დისკრიმინაციის ფაქტებს.

"ანალოგიურად, ადამიანები ძალადობენ ტრანსგენდერებზე ონლაინ სივრცესა და მის გარეთ, ეს დამანგრეველია". – თქვა მან.

ივნისში საუბრისას ედი რედმეინი საჯაროდ არ დაეთანხმა ჯოან როულინგის განცხადებებსა და წერილს.

"ადამიანი, რომელსაც უმუშავია ჯოან როულინგთან და ასევე ტრანსგენდერ ადამიანებთან, მინდა ცხადი გავხადო, სად ვდგავარ. მე არ ვეთანხმები ჯოანის კომენტარებს. ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან, ტრანსგენდერი კაცები კაცები არიან და არაბინალური იდენტობები არსებობს". –ამბობდა ის ივნისში.

კომენტარები