ეკონომიკა

ხუციშვილი: წელს საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წელს იყო

როცა ვსაუბრობთ აღდგენაზე, გვაქვს მოცემულობა, რომ წელს ეკონომიკა 2.6%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. ბუნებრივია, რომ ჩვეულებრივ, არაპანდემიურ სიტუაციაში ორი წლის განმავლობაში 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალია, თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, ამ საწყისი პირობებიდან გამომდინარე, 10.5%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაჩვენებელია. 

ფაქტია, რომ წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. მთელი რიგი მიმართულებებით ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლადა გაზრდილია, ასევე, გააქტიურებულია სამუშაო ადგილების აღდგენის პროცესიც. 

ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი. 

საქსტატის ცნობით, 2021 წლის III კვარტალში მშპ 9.1%-ით გაიზარდა. საქართველოს მთავრობა წლის ბოლოს მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. 

2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.

კომენტარები