ენერგეტიკა

საქართველოში ყველაზე მეტ ენერგიას შინამეურნეობები მოიხმარენ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტ ენერგიას შინამეურნეობები მოიხმარდნენ და მათზე მოხმარებული ენერგორესურსების 31.4% მოდიოდა.

რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.3% მოდის ტრანსპორტის, 19.2% - მრეწველობის, 4.5%  - მშენებლობის, 0.6% - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14% - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 486 900 ტონა ნავთობის ექვივალენტი ენერგია (ტნე) მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 2.3%-ით ნაკლები იყო. 

2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 479.3 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც 4.8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ნავთობპროდუქტების მოხმარება შემცირებულია 5%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება 3.3%-ითაა გაზრდილი.

როგორც საქსტატი განმარტავს, ზოგადად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელთა კლება განპირობებულია ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით.

კომენტარები