პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: მომეწონა რაც ზურაბიშვილმა თქვა, სწორი გზავნილები იყო

კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად", შესაბამისად, დღეს გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები მიიწვია. 

კომენტარები