აზარტული თამაშები

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ტაბულა

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 78 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა. 

საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 
 

კომენტარები