პოლიტიკური კრიზისი

მეუფე იაკობი პატრიარქზე: ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს, გავაწამეთ კაცი

სინოდის ნაწილი, პატრიარქიდან დაწყებული და პირადად მე იცით, როგორი ვარ გამონათქვამებში, ამდენი ხანია ჩუმად ვარ, რადგან არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი, ეპისკოპოსი ამ მთავრობის მხარეს თუ დადექი, ან ვიღაცეების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე. [...] დავჭამეთ ერთმანეთი, წელიწადზე მეტია, ქვეყანას განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. ქუჩაში სირბილი, კალიების შემოსევა ხომ არაა, სარანჩებივით დავჭამოთ ერთმანეთი. ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ. რაღაცნაირად ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ და საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს შერიგების მერე, ისეთი, რომ ნაწყენი იყოს. [...] პატრიარქი მინდა დავლოცო, ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს, გავაწამეთ კაცი. 

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. 

კომენტარები