ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში კაცი ფულის სანაცვლოდ სხვების ნაცვლად ერთ დღეში 10-ჯერ აიცრა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში ფულის სანაცვლოდ კაცი სხვების ნაცვლად ერთ დღეში Covid-19-ზე 10-ჯერ აიცრა. შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ვაქცინაციის პროგრამის მენეჯერის ასტრიდ კორნიფის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შემთხვევას სერიოზულად ეკიდება.

"სხვა ადამიანად თავის მოჩვენება და სამედიცინო მომსახურების მიღება სახიფათოა. ეს რისკს უქმნის იმ ადამიანს ვინც სხვისი ვინაობით იცრება და იმ ადამიანსაც რომლის ჯანმრთელობის ისტორიაში აისახება, რომ აცრილია, მაშინ როცა არ აცრილა" - თქვა კორნიფმა.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო 10-ჯერ აცრილ ადმიანს ექიმთან კულსუნლტაციის გავლა ურჩია.

ოკლენდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგის ჰელენ პეტოუსის-ჰარისის თქმით, ჩატარებული კვლევები არ ფარავს ერთ დღეში ვაქცინის ამდენი დოზის მიღების შემთხვევებს. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანი სავარაუდოდ აცრებიდან 1-2 დღის მანძილზე თავს ცუდად იგრძნობს. პედოუსის-ჰარისის შეფასებით მისი მოქმედება "დაუჯერებლად ეგოისტურია".

მალაგანის ინსტიტუტის დირექტორის და იმუნოლოგის გრაჰამ ლე გროსის თქმით, კაცის ქმედება "სულელური და სახიფათოა. ლე გროსი აღნიშნავს, რომ ვაქცინის 10 დოზის მიღების მიუხედავად, კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალ ზელანდიაში აცრისთვის პირდაობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება სავალდებულო არ არის. ქვეყანის სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისთვის ვაქცინაციის მოწმობის ჩვენება აუცილებელია. ამ დროისთვის ახალი ზელანდიის მოსახლეობის 89% სრულად აცრილია.

პანდემიის დაწყების შემდეგ ახალი ზელანდიის 5-მილიონიან მოსახლეობაში კორონავირუსის 12 500 შემთხვევა გამოვლინდა. Covid-19-ით 46 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები