საპატრიარქო

სინოდურმა კომისიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სინდოურმა კომისიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს "შეურაცხმყოფელი განცხადებებისა" და სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო მღვდელმოქმედება აუკრძალა.

"საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის". – წერს საქართველოს საპატრიარქო.

საპატრიარქოს განმარტებით, 10 დეკემბერს გამოქვეყნებული დასკვნა რამდენიმე თვის წინ არის მიღებული და არ გამოქვეყნებულა, რადგან "რჩებოდა იმედი, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა".

 

კომენტარები