ფოტოკოლაჟი

1961 VS 2021 – ვესტსაიდური ამბის ვარსკვლავები – [PHOTOS]

9 დეკემბერს ვესტსაიდური ამბის რიმეიქი გამოდის. ახალი ეკრანიზაცია სტივენ სპილბერგს ეკუთვნის, მთავარ როლებს კი ანსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი ასრულებენ.

West Side Story ბროდუეის ცნობილი მიუზიკლია, რომელიც სცენაზე პირველად 1957 წელს დაიდგა. მოგვიანებით, 1961 წელს რობერ ვაიზმა და ჯერომ რობინსმა პოპულარული დადგმის ეკრანიზაცია გადაიღეს. ფილმმა 10 ოსკარი მოიპოვა და ამერიკული კინოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მიუზკლის სტატუსი მოიპოვა.

წარმოგიდგენთ გალერეას, რომელშიც ძველი და ახალი ვესტსაიდური ამბის ვარსკვლავებს იხილავთ.

კომენტარები