კორონავირუსი და შეზღუდვები

ნაჯა ორაშვილი: 17 დეკემბერს კლუბების კარი გაიხსნება

კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი წერს, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებენ.  

"ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ს მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია. სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე". - წერს ნაჯა ორაშვილი. 

20 ოქტომბერს ორაშვილმა დაწერა, რომ უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია. ორაშვილის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ სრულად სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) ადამიანები მონაწილეობდნენ.

კომენტარები