მთავრობა

ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება

მომავალ წელს ასევე იზრდება პენსიის ოდენობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი და 24 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.

თქვა პრენიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ბრიფინგზე. 

კომენტარები