მთავრობა

ფხაკაძე ღარიბაშვილს: ამ ოთახში თქვენ მიერ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

პრემიერთან  საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, ერთ-ერთი იყო ფარმაცევტული ბიზნესი. მაშინ ითქვა, რომ უნდა შემდგარიყო შეხვედრა. პრემიერმა იმ წუთში დაადასტურა, რომ უნდა შევიკრიბოთ და პროფესიულად და აკადემიურად განვიხილოთ ეს საკითხი.

ვფიქრობ, ამ ოთახში, ამ წელს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა თქვენ მიერ მიღებული, ჩვენი წარდგინებით, თქვენი დახმარებით და ამან ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ამ ქვეყანას.

ასე მიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა (BAG) და ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები