აშშ-რუსეთი

BLOOMBERG: უკრაინის საკითხზე ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს ცხარე კამათი ჰქონდათ

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი სტოკჰოლმში 2 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ
Jonathan Nackstrand/AFP/Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმე მინისტრ სერგეი ლავროვს პირველ დეკემბერს ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტამდე გამართულ საზეიმო ვახშამზე უკრაინის საკითხზე ცხარე კამათი ჰქონდათ.

გამოცემის ცნობით, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ 2014 წელს უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოხდა. მან ასევე NATO და ევროკავშირი განსხვავებული აზრის ჩახშობასა და რუსეთის დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა.

ლავროვის საპასუხოდ ენტონი ბლინკენმა თქვა, 2014 წლის მოვლენები შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ვიკტორ იანუკოვიჩის კონტროლქვეშ მყოფმა ძალებმა კიევში მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და 100-ზე მეტი ადმიანი მოკლეს, რის შემდეგაც იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია.

ვახშმის მომდევნო დღეს, 2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ "ზღაპრული ამბები" უწოდა ცნობებს, რომ ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ "არაფორმალური ვახშმის დროს ლავროვს თავისი ადგილი მიუჩინეს".

ვახშმის მასპინძელმა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ Twitter-ზე აღნიშნა, რომ საუბარი ვახშამზე მიანიშნებს, რომ ფორმალური დიალოგი "ცოცხალი, გაბედული და სარწმუნო იქნება".

2 დეკემბერს ბლინკენის და ლავრობის ოფიციალური შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინის საკითხთან, უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების თავმყოფრასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ბლინკენმა ლავროვი ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებს გამოიჩენს.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმყრა იქნება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიდეოშეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები