მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი სააკაშვილზე: გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო, ახლა ცოლის პატიმრობას ითხოვს

დღეს FAKE-ის სამყაროში გვაცხოვრებენ და ისინი ყვირიან, ხელოვნების მუზეუმს ანგრევენო, ვინც ამ მუზეუმს ანგრევდა, ან რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ან ყვირიან ისინი, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ასეთი სიტყვაც არის ქართულში, ეს არ არის სიძულვილის ენა. ის, ვინც აუპატიურებდა პატიმარს, არის გამაუპატიურებელი. ის, ვინც კლავდა, არის მკვლელი და ა.შ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება. სიძულვილის ენაა, ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას.  

ქალბატონი სალომე ამბობს თავისი სოპრანოთი თუ რა ხმაა, არ ვიცი, ირაკლი ალასანიას პარტიაში რომ იყავიო... ირაკლი ალასანია კაცის მკვლელო არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას. " ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია, მას რატომ არ ასამართლებენ? [...] ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ ამ ქვეყანაში შემოიტანა 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში". - თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კომენტარები