სპორტი

წულუკიანი: გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნიჩაბი, მორბენალებს არ აქვთ სარბენი ბილიკი

ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკი, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობის დროს ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას. ასეა აქაც.

ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს. მაგალითისთვის, ჩვენს მშვილდოსნებს სჭირდებათ თბილისში ბაზა იმისთვის, რომ ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები სროლაში არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ ასევე თბილისში სათანადო საწვრთნელი ბაზა. აღარაფერს ვამბობთ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ აქვთ სათანადო საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ უცხო ქვეყანაში ვარჯიში. ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, უხარია, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი, სანამ სპორტის მინისტრი გავხდებოდი, რომ რა კარგია, როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, ძალიან დიდი შრომა.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები