მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე ე.წ პიჯაკების საქმეზე: წარმოუდგენელი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია

ბევრი გვილაპარაკია ამ საქმეზე, ძალიან აბსურდული კი არა, წარმოუდგენელი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია, კარგად ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ, გავიხსენოთ ფარცხალაძის მიერ მოპარული მილიარდი ლარი, გვახსოვს ასევე კახა კალაძის მიერ 80 მილიონით ნაზარალები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და მთელი ეს კორუფციული სქემები.

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან 9 მილიონს, ტაილანდში მოგზაურობას, რომელიც არაღიარების პოლიტიკას უკავშირდებოდა, გვირგვინებს, პიჯაკებს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ თვალს გადავავლებთ მთელ იმ პროცესებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დავინახავთ, რომ ეს საქმეც, როგორც ყველა სხვა საქმე, კლასიკური პოლიტიკური დევნის მაგალითია.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება.

კომენტარები