მიხეილ სააკაშვილი

ბესიკ თამლიანმა შიმშილობა დაიწყო – სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა

IPN

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულმა კი პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

აქტივისტი ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება.

დანაშაული 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

მომდევნო პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა. 

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 1 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ კიდევ 3 პირი დააკავა. 

 

კომენტარები