სახალხო დამცველი

ლომჯარია: ვაშინგტონში ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელია, რომ მეტი მხარდაჭერა გვჭირდება

რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესის საგანი არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილი გარემო, განსაკუთრებით, ალბათ, არჩევნების საკითხები და არჩევნების შემდგომ არსებული გარემო, ასევე, ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე. 

განსაკუთრებით ვაკეთებ აქცენტს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში, ამიტომ, ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც, სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და, შეიძლება, დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ.

ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ვაშინგტონში მის ვიზიტთან დაკავშირებით. 

კომენტარები