კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ალბათ, 1-2 კვირაში ისევ დაიწყება ინფიცირების მატება, შემაშფოთებელი პროგნოზია

ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით სამწუხაროდ ისე, რომ მესამედი მოსახლეობა არის ორჯერადად აცრილი, ეს გვაწუხებს. ამას თუ გადატანილებსაც დავამატებთ, ვთქვათ, უახლოეს პერიოდში გადატანილებს ძირითადად ანუ დღეს ვისაც აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება, ალბათ, ჩვენი მოსახლეობის არაუმეტეს სადღაც 60%-მდე. ანუ თითქმის ნახევარი, ჩვენი მოსახლეობის 40% არის ამთვისებელი ამ ინფექციისადმი, ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს. ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით, ეს არაფერს არ ნიშნავს, ვირუსს ხანმოკლე ციკლურობა ახასიათებს, პრინციპში, ალბათ, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და სამწუხაროდ, შემაშფოთებელი პროგნოზია

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები