ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით არის ის რომ პოლიტიკური დინამიკა იცვლება ქვეყანაში. პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებამდე დადის და არ აკეთებს ფართო აქცენტს, რა პრობლემებიც აქვს ქვეყანას. ეს ყველაფერი არ აკეთებს აქცენტს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ სამომავლოდ გაძლიერდეს დემოკრატია. მე ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა და გამოვიდა სიტყვით სასამართლოში, მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ მთელი ყურადღება, მთელი აქცენტი გადადის ამ ვიწრო თემატიკაზე, ვიწრო საკითხზე, დრამატულ პოლიტიკურ არენაზე, რომელიც არც ისე პროდუქტიულია, გულახდილად რომ გითხრათ, მთელი ეს სასამართლო პროცესი.
მიხეილ სააკაშვილი
კელი: ერთ-ერთი პრობლემაა, რომ პოლიტიკური დინამიკა ოცნების და ენმ-ის დაპირისპირებამდე დადის
tbl.ge/5s76
დაკოპირდა

თქვა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა [სინქრონული თარგმანი]
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




