კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 058 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.59%-ია

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 440 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი.  

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7.59%-ია, ბოლო 7 დღის - 9.03%, ბოლო 14 დღის კი 9.01%. 

4 058 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 550 დადასტურდა, აჭარაში - 164, იმერეთში - 766, ქვემო ქართლში - 225, შიდა ქართლში - 354, გურიაში - 137, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 333, კახეთში - 257, მცხეთა-მთიანეთში - 105, სამცხე-ჯავახეთში - 139, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

27 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 835 306 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 774 458 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 871 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 48 951 აქტიური შემთხვევაა.

1 654 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 651 მკურნალობს, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  371 ადამიანია,  მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 40, იმერეთში - 39.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები