მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: რეჟიმი ისე უნდა მოარყიო, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, მათ შორის, სააკაშვილის

არანაირი გამიჯვნა არ მჭირდება პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ გამოსვლისგან სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნაზე. ლოზუნგი არის, რომ სანამ მას არ გავათავისუფლებთ, სხვას არაფერს აზრი არ აქვს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა სპიკერმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასაც აზრი არ აქვს, თუ ეს არ მოხდაო. ამას არ ვეთანხმები.

როცა მეკითხებიან, ჩაერთვები თუ არა კომიტეტში, ეს იწვევს შთაბეჭდილებას, თითქოს გამიჯვნა მოხდა პოლიტიკური დევნის დაგმობისგან. არა, უბრალოდ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ახლა რა ვითარებაცაა, ვინმეს ჰქონია, სააკაშვილის გამოშვება თუ აიძულე ივანიშვილს, ეს ხომ დამთავრებაა ივანიშვილის რეჟიმის. თვითონ აქცია ასეთად სააკაშვილის საკითხი. ამიტომ, პირიქით დგას საკითხი, რეჟიმი ისე უნდა მოარყიო და დაამარცხო, რომ შეწყვიტოს პოლიტიკურ დევნა, მათ შორის, სააკაშვილის და ეს ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, ადამიანურად კი არა, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მოტივებით ყოფილი პრეზიდენტის სამარცხვინო დევნა და ასეთი მოპყრობა იქნას აღმოფხვრილი. ქვეყნისთვის მიმაჩნია უდიდეს ზარალად, რაც მიაყენა ივანიშვილის რეჟიმმა.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები