პოლიტიკური კრიზისი

ბათუმში წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

​ბათუმში წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პოლიციამ ბათუმსა და ზუგდიდიში, სადაც ასევე წინა მოწვევის საკრებულო ამტკიცებდა მომავალი წლის ბიუჯეტს, რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებების შესახებ წერს ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძეც, რომლის ცნობითაც, დაპირისპირებისას პოლიციამ მას თითი მოსტეხა.

ბათუმში სხდომა დაატოვებინეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, მირდატ ქამადაძეს, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა.

ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევის პირველი სხდომა 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა აღარ აქვს.

კომენტარები