ენერგოდამოუკიდებლობა

აბრამიშვილი: ჩვენი ელექტრომოხმარება 20 მილიარდამდე გაიზრდება 2030 წლისთვის

დღეს ჩვენი მოხმარება, დაახლოებით, 8-9 მილიარდია, არ ვგულისხმობ თბოსადგურებს, რადგან ისინიც იმპორტირებულ გაზზე არიან დამოკიდებულები, საკუთარი ჰიდროგენერაცია და 1 ქარის სადგური არის 8-9 მილიარდის ფარგლებში. ყველა პროგნოზის, მათ შორის, კოვიდის შემდეგ განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ჩვენი მოხმარება 20 მილიარდამდე ავა. ეს 11-მილიარდიანი გასხვავება საიდანღაც უნდა შევავსოთ, თუმცა, ერთი მხრივ, ჩვენ ტექნიკური საშუალებებიც აღარ გვექნება, რომ ამდენი ელექტროენერგიის იმპორტი განვახორციელოთ, მეორე მხრივ, ფასზე დამოკიდებულების და სავალუტო რისკების ფაქტორია. იმ სცენარით, როგორიც ახლა გვაქვს, დაახლოებით, 600 მლნ დოლარის გადახდა მოგვიწევს წლიურად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე 2030 წლისთვის. 

პურის ფასი ელექტროენერგიის ფასზე არ ახდენს გავლენას, ელექტროენერგიის ფასი კი პურზეც ახდენს გავლენას და სხვა პროდუქტებზეც, მისი სტრატეგიულობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ის, რომ შემოგვაქვს იმპორტით პური, პამიდორი თუ ფეხსაცმელი, ეს არ ნიშნავს, რომ ამის შედარება შეიძლება ელექტროენერგიის იმპორტთან, ვინაიდან ეს არის ბევრად უფრო სტრატეგიული და თან ჩვენ რესურსიც გაგვაჩნია, ამდენი ბუნებრივი რესურსი, რაც განახლებად ენერგიებში არსებობს, სხვაგან არ გვაქვს და ამის არ ათვისება, პირდაპირ ვიტყვი, ქვეყნის ღალატს ნიშნავს.

ამბობს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი.

კომენტარები