პოლიტიკური კრიზისი

ბათუმსა და ზუგდიდში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც წინა მოწვევის საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატები დააკავა. შსს-ს ცნობით, ზუგდიდში 2, ხოლო ბათუმში 4 პირი დააკავეს. დაკავებების შესახებ წერს ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძეც, რომლის ცნობითაც, დაპირისპირებისას პოლიციამ მას თითი მოსტეხა.

26 ნოემბრის დილიდან ორივე ქალაქში საკრებულოს სხდომები ოპოზიციის პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბათუმში სხდომა დაატოვებინეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, მირდატ ქამადაძეს, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა.

ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევის პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა აღარ ექნება.

კომენტარები